პროექტის ხელმძღვანელი: თეა გოგიჩაიშვილი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი )
პროექტის განხორციელების დრო: 30.10.2011-31.05.2013
პროექტის განხორციელების ადგილი: ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
პროექტის მონაწილენი: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, თანამშრომლები.
მიზანი: მასწავლებლებში, მოსწავლეებსა და მშობლებში ქველი საქმის წახალისება და ხელშეწყობა;
ამოცანები:
- მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების და მხარდამჭერების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფების შექმნა, სამუშაო მასალების მოძიება - ნოემბერი, 2011
- ხეზე კვეთა (ხელმძღვანელი გიორგი კავლელაშვილი),
- თექის დამუშავება (ლევან ფიცხელაური, თინათინ ბარბაქაძე),
- ქარგვა (ლია გოგოლაძე, მარინე კახიაშვილი),
- საეკლესიო ნივთების დამზადება (მარინე კაპანაძე, თინათინ ფანქველაშვილი),
- დეკორატიული ნივთების დამზადება (ელიზა ყაზიშვილი).
- ხელნაკეთი ნივთების დამზადება - დეკემბერი 2011- ოქტომბერი 2012
- სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - აპრილი, 2012;
- ნამუშევრების საშემოდგომო გამოფენა-გაყიდვა - 30 ოქტომბერი, 2012;
- ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა - მაისი, 2013.
შედეგი:
- მოსწავლეებში შრომითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება;
- მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივი საქმიანობის დამკვიდრება;
- უფროსების მიერ მოსწავლეთათვის გამოცდილების გაზიარება;
- სააღდგომო და საშემოდგომო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა;
- საქველმოქმედო მიზნებისათვის თანხების მოძიება;
- მონაწილეობა გიმნაზიის მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოებში;
- მოსწავლეთა მიერ ქველი საქმის კეთებისათვის მოტივაციის შექმნა.