წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის I კლასის მფარველი წმინდანის ხატის კურთხევა

14 მარტს გიმნაზიის მოძღვარმა მამა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი)  ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში  წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის I კლასის მფარველი  წმინდანის სახელზე დაწერილი ხატი აკურთხა, ხატის კურთხევას პირველკლასელები დაესწრნენ (კლასის ხელმძღვანელი მაია მაისურაძე). მოძღვარი მოსწავლეებს ესაუბრა დავით აღმაშენებლის ცხოვრებაზე, მის ღვაწლზე სამშობლოს წინაშე. პირველკლასელებმა მოძღვრისგან დარიგება და კურთხევა მიიღეს.

 

1 2 3 4

ძიება