8 აპრილს გიმნაზიაში ჩატარდა ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეხვედრა მშობლებთან, რომელთაც სურთ შვილის გიმნაზიის პირველ კლასში მიყვანა 2013-2014 სასწავლო წელს. მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია გიმნაზიაში არსებულ საგანმანათლებლო პირობებისა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ ი მოთხოვნების შესახებ.
12 აპრილიდან დაიწყო პირველ კლასში ჩასარიცხად მოსწავლეთა საბუთების მიღება. ერთი თვის განმავლობაში მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- დაბადების მოწმობა - დედანი
- დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიალურად დამოწმებული
- რეგისტრაციის ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან
- ჯანმრთელობის ცნობა
- ფოტო 3/4 - 3 ცალი
- დევნილის მოწმობის ასლი (თუ არის)
- სოც. დაუცველის შესახებ ამონაწერი (თუ არის)
- ობოლი თუ არის, მშობლის გარდაცვალების მოწმ. ასლი
- სარეგისტრაციო გადასახადისა (10 ლარი) და ერთი თვის სწავლის გადასახადის (65 ლარი) გადახდის ქვითარი
- მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ტელეფონის/მობილურის ნომრებისა და ელ.ფოსტის მისამართების მითითებით.
მოსწავლეთა მიღება სამ პირველ კლასში განხორციელდება.