23 აპრილს წმ. ნიკოლოზის სახელობს მე-5 კლასში ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილი (მასწავლებელი ია ჯალალი) დედამიწის დღისადმი მიძღვნილ თემას დაეთმო. ჯგუფებში გაერთინებულმა პატარა მკვლევარებმა თანაკლასელებსა და საბუნებისმეტყველო კათედრის წევრებს დედამიწის მრავალფეროვნება კონტინენტების მიხედვით წარუდგინეს. ისაუბრეს კონტინენტების ძირითადი გეოგრაფიული ობიექტების, მოსახლეობის, ფლორისა და ფაუნის გამორჩეული წარმომადგენლების შესახებ, იმსჯელეს გარემოს გაფრთხილების აუცილებლობაზე. მეხუთეკლასელებს ბუნების დაცვის საკითხებზე მასწავლებელთან ერთად საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნელი ნაოჭაშვილიც ესაუბრა.