მრავალვნებული ანტონ II-ის სახელობის პირველ კლასში 24 აპრილს ჩატარდა ვიქტორინა მათემატიკაში. ვიქტორინის მიზანი იყო ერთგვარ სიტუაციასი ნასწავლის, მზა ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება განსხვავებულ სიტუაციაში. ვიქტორინის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით საკითხები შეიცავდა თამაშის ელემენტებს. ჯგუფებში გადანაწილებულმა პირველკლასელებმა კარგად გაართვეს თავი კომპლექსურ ამოცანებს, რომელთა ამოსახსნელად სხვადასხვა მოქმედებების ჩატარება იყო საჭირო;
„დაიმახსოვრე მეტი რიცხვი“, „გამოიცანი მაგალითების პასუხებში ჩამალული სიტყვა“, „ვინ ჩააგდებს კალათში მეტ ბურთს“, „დაეხმარე ჩოჩორს მოძებნოს მეგობრის სახლი“, „გამოიცანი გეომეტრიული ფიგურა თვალახვეულმა“ და სხვა. ვიქტორინა საქმიანად და პოზიტიურად წარიმართა.