დედამიწის კვირეულის ფარგლებში, 25 აპრილს წმ. მღვდელმთავარ გაბრიელის სახელობის მე-2 კლასმა (კლასის ხელმძღვანელი ნონა ხიდაშელი) მაყურებელს ხალისიანი ღონისძიება შესთავაზა - წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას ზღაპარი „ბულბულის იუბილე“. მეორეკლასელებმა მზის, ნაკადულის, ყვავილებისა და ფრინველების როლები მოირგეს და სიმღერითა და ცეკვით მიძინებული ბუნება სცენაზე გააცოცხლეს. წარმოდგენისთვის საჭირო რეკვიზიტი ხელოვნების მასწავლებლის, ალექსანდრე ფსუტურის დახმარებით მოსწავლეთა მშობლებმა დაამზადეს.