პირველკლასელების მათემატიკის დღე

25 აპრილს წმ. მოწამეთა და აღმსარებელთა ძმები კარბელაშვილების სახელობის I კლასში  (მასწავლებელი მაია ბუხრაძე) ჩატარდა მათემატიკური ღონისძიება. პირველი ნაწილი დაეთმო შემეცნებით ნაწილს - პატარებმა სტუმრებს განუმარტეს მათემიტიკის არსი და მნიშვნელობა, მეორე ნაწილში პირველკლასელები დიდი მონდომებით ჩაერთვნენ კონკურსში - დავალებები შეასრულეს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. კონკურსის დასრულებისას მონაწილეებმა სიგელები და საჩუქრები მიიღეს. მრავალფეროვანი ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა წერილობით გამოთქვეს საკუთარი შთაბეჭდილებები.

 

DSCN1976 DSCN1978 DSCN1979 DSCN1980 DSCN1983 DSCN1984 DSCN1985

ძიება