25 აპრილს, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, წმ ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-4 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მ. კაპანაძე) წარმოადგინეს ღონისძიება „ჩვენი ცა და ჩვენი მიწა“. მეოთხეკლასელებმა სცენიდან მაყურებლის წინაშე გაცოცხლეს ისტორია ბიბლიიდან - სამყაროს შექმნის შესახებ, შემდეგ კი ყოველივე თქმულის მეცნიერული შეფასება გვამცნეს. დარბაზში მყოფმა მაყურებელმა - გიმნაზიელებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ისიამოვნეს ლამაზად მომზადებული კომპოზიციით 9მასწავლებელი ი. ჯალალაი)