აღდგომის სახელობის გორის საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის საქველმოქმედო კვირეულის „მე ვაშენებ ისტორიას“ ფარგლებში 11 მაისს, გიმნაზიაში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ფოტო-ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. აქციის დასრულებისას სტუმრებმა გიმნაზიის სიმღერისა და გალობის გუნდისა (ხელმძღვანელი ლ.მერაბიშვილი) და ქორეოგრაფიული ანსამბლის (ხელმძღვანელი თ. დვალიშვილი) საკონცერტო გამოსვლით ისიამოვნეს. მასწავლებელთა და თანამშრომელთა მიერ შეძენილი რამდენიმე ფოტო-ნამუშევარი უკვე გიმნაზიის ფოიეს ამშვენებს.