გიმნაზიის მოსწავლეები საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მუდმივი მონაწილენი არიან. მიმდინარე წელს, ხელოვნებათმცოდნეობის სექციაში, წმ. ბარბარეს სახელობის მე-8 კლასის მოსწავლემ მარიამ მინდიაშვილმა წარადგინა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ქეთევან ლობჟანიძის ხელმძღვანელობით მომზადებული ნაშრომი თემაზე „ საკონფერენციო თემამ სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა და მარიამის მონაწილეობა 2013 წლის მოსწავლეთა 67-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ხელოვნებათმცოდნეობის სექციაში I ხარისხის დიპლომით აღინიშნა.
ვულოცავთ მარიამს და ქალბატონ ქეთევანს სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში წარმატებულ მონაწილეობას!