პედსაბჭოს სხდომა

30.07.2013 გიმნაზიაში პედსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, გიმნაზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მღვდელი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი), მოადგილეები:

თინათინ გვერდწითელი, მანანა კაკაურიძე და სასწავლებლის პედაგოგები. მოისმინეს სასწავლო ნაწილის გამგის, მ.კაკაურიძის ანგარიში გასული 2012-13 სასწავლო წლის შედეგების შესახებ. გიმნაზიაში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების და წრეების მუშაობის შესახებ ისაუბრა თ.გვერდწითელმა. მოისმინეს კათედრის ხელმძღვანელების და კლასის ხელმძღვანელების დაწვრილებითი ანგარიში. შეჯამდა განვლილი სასწავლო წლის მუშაობა. მეუფე ანდრიამ შეაფასა შედეგები და დალოცა სასწავლებლის კოლექტივი.

 

1 2 3 4

ძიება