დღეს ანდრია პირველწოდებულის სახელობის XII კლასს სახალისო გაკვეთილი ჰქონდა. გოგონებმა კლასის ხლმძღვანელის - ნელი ნაოჭაშვილის დახმარებით ისწავლეს და გამოაცხვეს ბევრი გურმანისთვის საყვარელი ,,აჩმა“. გულმოდგინე
შრომამ ნაყოფი გამოიღო და შესანიშნავი კერძით ისიამოვნეს, როგორც დასაგემოვნებლად მიწვეულმა კლასის ვაჟებმა, ასევე პედაგოგებმაც. გოგონების ნახელავმა მაღალი შეფასება და ქება დაიმსახურა.