22 ოქტომბერს გიმნაზიელებისთვის გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე „დროის მართვა“. ლექცია-სემინარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური
კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეას“ წევრები და ცენტრის დირექტორი გიორგი შიხაშვილი. სემინარი ინტერაქტიული ფორმით წარიმართა, რამაც უფროსკლასელთა ინტერესი და აქტიურობა განაპირობა. სტუდენტებისა და დოქტორანტების რჩევების გათვალისწინება მოსწავლეებს დროის სწორ დაგეგმვაში გამოადგებათ. გიმნაზიის სტუმრებმა სემინარის შემდეგ ატენის სიონი მოილოცეს.