გიმნაზიაში ახალი პროექტი დაიწყო. „მოაზროვნე" ინტელექტუალური თამაშია, რომელიც ძირითადად გათვალისწინებულია დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის. 26 ოქტომბერს თამაშში ჩაერთო ღირსი იოანე ათონელის სახელობის III
კლასი. ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი ასაკის შესაბამისი ტექსტების გააზრებასა და ლოგიკურ აზროვნებაზე გათვლილ დავალებებს. მოაზროვნის წოდება და სუპერთამაშში მონაწილეობის უფლება საბა ორჯონიკიძემ მოიპოვა.