2013-2014 სასწავლო წელს განახლდა კონსულტაციები მასწავლებელთა სქემაში რეგისტრირებული პედაგოგებისათვის, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლები ატარებენ. სქემის მიზანია
ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებას და კარიერულ ზრდას. სქემაში ახლადრეგისტრირებულმა გიმნაზიის მასწავლებლებმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს სერტიფიცირების პროცესის, პროფესიული განვითარებისა და აკადემიური საქმიანობების ამსახველი დოკუმენტაციის კრებულის - პორტფოლიოს მომზადების, აქტივობების მიხედვით კრედიტების დაგროვების პროცედურის თაობაზე.