გიმნაზიის მოსწავლეთა 2012-2013 სასწავლო წლის წლიური შეფასებებისა და 2013-2014 სასწავლო წლის XII კლასის გამოსაშვები გამოცდების შედეგების გათვალისწინებით გიმნაზიის რექტორ-მოძღვრის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ
ანდრიას კურთხევით გიმნაზიის VIII-XII კლასის 21 მოსწავლე კახეთ-ჰერეთში მოგზაურობით დაჯილდოვდა. გიმნაზიის დირექტორის მღვდელი ბორისის ხელმძღვანელობით მოსწავლეები ნოემბრის პირველ კვირას ჯერ ჰერეთს ესტუმრნენ აზერბაიჯანში, შემდეგ კი კახეთის ტაძრები მოილოცეს. კახის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში წმ. მიხეილ-მიქაელ ყულოშვილის საფლავთან მამა ბორისმა პარაკლისი გადაიხადა. გიმნაზიელების მიერ გალობით აღვლენილი ლოცვა გაისმა ალიბეგლოს წმ. ნინოს ტაძარში, მეშაბაშის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიაში, ქურმუხის წმ. გიორგისა და ქოთოქლოს წმ. სამების ეკლესიებში, ლექართის სამონასტრო კომპლექსში, ნეკრესში, გრემში, ალავერდში, იყალთოსა და შუამთაში...