30 ოქტომბერი გიმნაზიის დაბადების დღეა. საზეიმო პარაკლისი აღავლინა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, გიმნაზიის დირექთორთან, მღვდელ ბორისთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად. საზეიმო მსახურებას
ესწრებოდნენ გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. მეუფე ანდრიამ იქადაგა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სწავლა განათლებლის დანიშნულებას, ისაუბრა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დ მრევლს კურთხევა მისცა ყოველდღიურად წაიკითხონ ღირსი მამის ტროპარი. შეხვედრა გაგრძელდა სასწავლებლის დარბაზში, სადაც შედგა გასული წლის საუკეთესო მასწავლებლების და იუბილარების დაჯილდოება. შესანიშნავი კომპოზიციით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე გიმნაზიის უფროსკლასელები (პედაგოგი ზვიად ხუბულური) და ცეკვისა (პედაგოგი თ. დვალიშვილი) და გალობის წრის (პედაგოგი ლ. მერაბიშვილი) მოსწავლეები. რამდენიმე ნომერი შესრულდა ხალხური საკრავებით (პედაგოგი თ. წულუკიძე).
თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი და ყველა ვისაც შეხება აქვს გიმნაზიასთან გულითადად ულოცავს სასწავლებელს დაბადების დღეს და დიდხანს მოღვაწეობას უსურვებს უფლის სადიდებლად.