25 დეკემბერს.წმ. მღვდელმთავარ გაბრიელის სახელობის III კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ზღაპარი „თოვლის დედოფალი“ (კლასის ხელმძღვანელი ნონა ხიდაშელი). პატარებმა დიდი მონდომებით განასახიერეს ზღაპრის გმირები.
სცენიდან მესამეკლასელებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს მაყურებელს შობის დღესასწაული და მათთან ერთად გაიხარეს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით.