25 დეკემბერს წმ. გიორგის სახელობის მე-10 კლასში ჩატარდა ფიზიკის გაკვეთილი თემაზე დენის ძალასა და ძაბვას შორის დამოკიდებულების კვლევა (მასწავლებელი ნაზი გიგოლაშვილი). გაკვეთილი წარიმართა ხუთ ეტაპად: I ეტაპზე
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად (ბრმა მეთოდით) და მიიღეს სახელწოდებები: „ამპერი“ , „ვოლტი“ , „ომი“. II ეტაპზე მოსწავლეებმა შეარჩიეს სათანადო ხელსაწყოები კვლევისათვის, შეადგინეს წრედები და სტუაციების მიხედვით გამოიკვლიეს დამოკიდებულება დენის ძალასა და ძაბვას შორის. მონაცემების წარმოდგენისათვის შეარჩიეს სხვადასხვა ფორმა - ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები. III ეტაპზე მოსწავლეებმა გამოთვალეს მომხმარებლის - ნათურის წინაღობა და შეასრულეს ამოცანების ესტაფეტა. IV ეტაპზე მოსწავლეებმა ჯგუფურ ნაშრომს მისცეს სათანადო ფორმა და მოახდინეს ჯგუფის სახელწოდების და კვლევის შედეგების პრეზენტაცია. V ეტაპზე მოსწავლეებმა მოახდინეს ჩატარებული მუშაობის შეფასება - წარმოადგინეს ჯგუფის მიერ ჩატარებული მუშაობის ანგარიში.
გაკვეთილს გიმანზიის საბუნებისსმეტყველო კათედრის წევრები დაესწრნენ.