„5 ზარდახშა“

28 დეკემბერს,  გორის მუნიციპალიტეტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაშის,   ,,5 ზარდახშის" ფინალური ასპარეზობა გაიმართა. პროექტი მთელი წლის განმავლობაში

მიმდინარეობდა და მასში რეგიონის 60 -ზე მეტმა სკოლამ დაიწყო ასპარეზობა. გიმნაზიის გუნდმა ,,მეხუთე ელემენტმა" წარმატებით განვლო ყველა ეტაპი და ფინალში გასულ ხუთ გუნდს შორისაც საუკეთესო იყო. გუნდის კაპიტანს ნინო ლომსაძეს და მის თანაგუნდელებს:  სოფიო გვერდწითელს, ელენე კაპანაძეს, მარიამ კაპანაძეს და გვანცა ლოლუას  პირველი ადგილი და ფასიანი საჩუქრები ხვდათ წილად. ვულოცავთ ჩვენს ინტელექტუალებს ამ გამარჯვებას და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.

 

ძიება