გამარჯვება ქალაქის ღია პირველობაზე კალათბურთში

 

6 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში, გაიმართა ფინალური შეხვედრა კალათბურთში გორის ღია პირველობზე სკოლებს შორის (1999-2003 წლებში დაბადებული ვაჟები). გადამწყვეტ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიისა და გორის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები. შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით 65:48 გიმნაზიელების გამარჯვებით, რითაც ტურნირში I ადგილი დაიკავეს. პირველობისთვის ბრძოლაში გიმნაზიის კალათბურთელთა გუნდმა სძლია გორის მე-3, მე-2 და მე-9 საჯარო სკოლების გუნდებს.

ვულოცავთ გიმნაზიის კალათბურთის გუნდის წევრებსა და მათ გულშემატკივრებს გამარჯვებას!

გუნდის კაპიტანი - გიორგი ჯირკველიშვილი

გუნდის წევრები: გურამ ბალაშვილი, ლევან ბურჯანაძე, ბაქარ თურაზაშვილი, გიორგი კაპანაძე, ლუკა კვაჭაძე, გიორგი მინდიაშვილი, გიორგი სიდამონიძე, ვახტანგ სოსანიძე, თორნიკე ქურდაძე,

 

DSCN9908 DSCN9911 DSCN9915 DSCN9923 DSCN9936 DSCN9939 DSCN9964 DSCN9966

ძიება