12 მარტს წმ. ნიკოლოზის სახელობის მე-6 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ხელოვნებაში თემაზე „სიმეტრია“ (მასწავლებლები: რუსუდან მღებრიშვილი და ქეთევან ლობჟანიძე). მოსწავლეებს განემარტათ მათემატიკაში „ღერძული სიმეტრია“, თვალსაჩინოებისთვის მასწავლებლებმა გამოიყენეს წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა. მოსწავლეებმა შეასრულეს ინდივიდუალური დავალებები. მიღებული ცოდნა კი გაიმყარეს ხელოვნებაში განვლილი თემით „სიმეტრია’’. მეექვსეკლასელებმა მათემატიკაში მიღებული ცოდნა დააკავშირეს ხელოვნების ნიმუშების შექმნის პრინციპებთან და მასწავლებლის მიერ წარმოდგენილ სლაიდებზე აღმოაჩინეს ამ ორი საგნის ურთიერთკავშირი.