ჩვენი ზოოპარკი

 

24 მარტს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის I კლასში თემაზე „ჩვენი ზოოპარკი“ (კლასის დამრიგებელი ანნა შატაკიშვილი). ინტეგრირებული საგნები: ბუნებისმეტყველება (მასწავლებელი ია ჯალალი), ინგლისური ენა (მასწავლებელი ანნა შატაკიშვილი), სახვითი და გემოყენებითი ხელოვნება (მასწავლებელი მედეა აწკარუნაშვილი). მოსწავლეებმა შეძლეს ამოეცნოთ და დაესახელებინათ ზოოპარკში მობინადრე ცხოველები გარეგნული თვისებების მიხედვით,შეძლეს დაესახელებინათ და დაეწერათ მარტივი წინადადებებით რა ჰქვია, რა ფერია და როგორი ზომისაა ცხოველი, შეძლეს დაეხატათ და წარმოედგინათ ნამუშევრებში. ბოლოს ჯგუფის ლიდერებმა წარმოადგინეს ნამუშევრები. გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა ზეპირად შეაფასეს საკუთარი თანაკლასელების ნამუშევრები.

 

1 2 3 P1270306 P1270308 P1270316

ძიება