24 მარტს წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-7 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ენაში (მასწავლებელი სვეტლანა მაჭარაშვილი) თემაზე „Мы Путешествуем“, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უკეთ გაცნობას - რა ეროვნების ხალხი ცხოვრობს, რა ენაზე საუბრობრობენ, რა აღმსარებლობისანი არიან. მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაქალაქებისა და დიდი ქალაქების, მათ ღირშესანიშნაობებისა და ცნობილი ტაძრების შესახებ. მეშვიდეკლასელების მიერ წარმოდგენილი პროექტების გაცნობით უცხოური ენების კათედრის წევრებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იმოგზაურეს უკრაინაში, რუსეთში, ინგლისსა და საფრანგეთში.