მათემატიკის განსხვავებული გაკვეთილი

 

27 მარტს წმ. მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მე-4 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე „შესაბამისობა“, რომელსაც უძღვებოდა ორი მასწავლებელი რუსუდან ოქროპირიძე (კლასის საგნის მასწავლებელი) და მარინე მოსიაშვილი (მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი). სხვადასხვა აქტივობების დროს მასწავლებლები მონაცვლეობდნენ და ერთმანეთს უწევდნენ ასისტენტობას. მათ მიერ შეთავაზებული საინტერესო დავალებებმა მეოთხეკლასელთა ცნობისმოყვარეობა და გაკვეთილში ხალისიანი ჩართვა განაპირობა. ახალი მასალის ახსნისას მასწავლებლებმა გამოიყენეს მრავალფეროვანი ელექტრონული საპრეზენტაციო მასალა. ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეები შეეცადნენ მოეძებნათ  „საიდუმლო გასაღები“ და მოერგოთ „ციხე- სიმაგრის“ კარისთვის. ბოლოს მოსწავლეებმა გაკვეთილი შეაფასეს და ბარათებზე შემდეგი ფრაზები დაწერეს: „ყვალაზე ძალიან ციხე-სიმაგრეში შესვლა მომეწონა“, „გაკვეთილი მომეწონა, მაგრამ დაფასთან რომ არ გამიყვანა მასწავლებლმა ეს არ მომეწონა“, „მომეწონა ჯგუფური სამუშაო“, „მე კარგად გავიგე რა არის შესაბამისობა“.

 

DSCN0044 DSCN0053 DSCN0062 DSCN0065 DSCN0080 DSCN0099 DSCN0108 DSCN0110

ძიება