10 აპრილს წმ. გიორგის სახელობის მე-10 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი ნანა ბერძენიშვილი). გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო დაეკავშირებინათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, როგორც მხატვრული ნაწარმოები ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან. მოსწავლეებმა იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს ნაწარმოების გმირების შესახებ, მოიძიეს ინფორმაცია მე-12 საუკუნის საქართველოსა და „ვეფხისტყაოსანში“ ნახსენები ქვეყნების შესახებ და სხვადასხვა ელექტრონული პროგრამების გამოყენებით წარმოადგინეს რეალური და წარმოსახვითი სახელმწიფოები, გაავლეს ისტორიული პარალელები. გაკვეთილის ბოლოს მეათეკლასელებმა შექმნეს ავთანდილიდ მიერ გავლილი გზის რუკა და შეაფასეს ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობები.