8 მაისს წმ. მეფე დავითის სახელობის და მრავალვნებულ ანტონ II-ის სახელობის მე-2 კლასებში ჩატარდა ღონისძიებები სახელწოდებით “ALICE IN ABC LAND” (მასწავლებელი ირინე რობიტაშვილი, კლასის ხელმძღვანელები მაია მაისურაძე, ელენე თვაური). ღონისძიებების მიზანი იყო სასწავლო წლის განმავლობაში შესწავლილი ლექსიკური მარაგის გამეორება. მეორეკლასელებმა ინგლისურ ენაზე შესრულებული სიმღერებითა და ლექსებით იმოგზაურეს ანბანის სამყაროში ალისასთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად.