პატრიარქის დალოცვა

 

8 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ, თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო წირვის დასრულების შემდეგ,  საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლების წარჩინებული  მეთორმეტეკლასელები დალოცა და დააჯილდოვა.  2013-2014  სასწავლო-წლის დამამთავრებელი გამოცდების შედეგების გათვალისწინებით გამორჩეული 14 მოსწავლიდან ოთხი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის კურსდამთავრებულია. ვულოცავთ თემურ ხაჩიურს, სანდრო ნასყიდაშვილს, სოფიო გვერდწითელსა და ნინო ლომსაძეს ღირშესანიშნავ დღეს და შემდგომ წარმატებას ვუსურვებთ.

 

DSCN1466 DSCN1477 DSCN1481 DSCN1503

ძიება