მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის

 

10 სექტემბერს გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში მანანა კაკაურიძემ სასწავლებლის პედაგოგიურ საზოგადოებას გააცნო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში განხორციელებული ცვლილებები. მომხსენებელმა დეტალურად განიხილა მასწავლებელთა კატეგორირების პრინციპები,  მათი  წინსვლისა და სტატუსის შენარჩუნებისათვის აუცილებელი  ქულები და  ქულების დაგროვებისთვის საჭირო აქტივობების ჩამონათვალი. მანანა კაკაურიძემ უპასუხა მასწავლებელთა მიერ დასმულ კითხვებს და სამუშაო შეხვედრის დასრულებისას წარმატება უსურვა კოლეგებს პროფესიული განვითარების გზაზე.

 

1 2 3 4

ძიება