2014 წლის 10 სექტემბერს გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს 2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო გეგმა, მოისმინეს ინფორმაცია საშემოდგომო გამოცდების შედეგების შესახებ და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. მოხსენებით გამოვიდნენ დირექტორის მოადგილეები მანანა კაკაურიძე და თინათინ გვერდწითელი. გიმნაზიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მასწავლებლებმა იმსჯელეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ ცვლილებებზე და იმ პრიორიტეტებზე, რაც გიმნაზიას აქვს სასწავლო-აღმზრდელობითი მიმართულებით.