ახალი სასწავლო წლის პირველი დღე

 

15 სექტემბერს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გიმნაზიის მოძღვარ-რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სასულიერო დასთან ერთად  გიმნაზიაში, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა, მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად პარაკლისს ქ.  გორის მერი, ბატონი ზურაბ ჯირკველიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი პაპუნა კობერიძე და გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ბატონი ზურაბ ქარელი დაესწრნენ. პარაკლისის შემდეგ მეუფე ანდრიამ ყველას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და გასული სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა. მეუფე ანდრიამ განსაკუთრებით პირველკლასელები და მეთორმეტეკლასელები დალოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

 

DSCN3701 DSCN3706 DSCN3716 DSCN3750 DSCN3763 DSCN3775 DSCN3803 DSCN3805

ძიება