22 სექტემბერს გიმნაზიის მოძღვარ-რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით გიმნაზიის მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებმა ტანას ხეობას მიაშურეს. გიმნაზიელების ტანას ხეობაში გასვლის მიზანი სამანქანო გზის მონაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება იყო ატენის სიონიდან წეროსხევამდე. მოსწავლეთა მონდომებული შრომის შედეგად გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი გასუფთვდა, საქმე კიდევ ბევრი დარჩა. ნარჩენების ნაგავსაყრელამდე მიზიდვაში გორისა და ატენის ეპარქიის მამები დაეხმარნენ. დღის ბოლოს გიმნაზიელებმა ღვთისმშობლის მიძინებისა და წმ. გიორგის ტაძრები მოილოცეს.