იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დეკადის ფარგლებში ღია გაკვეთილები ჩატარდა გიმნაზიის პირველ კლასებში. 21 ოქტომბერს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის კლასში მასწავლებელმა თამარ ჭუმბურიძემ ჩაატარა ღია შემაჯამებელი გაკვეთილი. მოსწავლეებმა გამოავლინეს ზეპირმეტყველებაში მიღებული ცონდა და გვიჩვენეს მზადყოფნა ანბანის შესწავლის დასაწყებად. წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის I კლასის მოსწავლეებმა კი საზეიმო ღია გაკვეთილით ,,ანბანი მობრძანდებაო...“ აღნიშნეს დედაენის ავტორის დაბადების დღე (მასწავლებელი თეა გოგიჩაიშვილი, კლასის ხელმძღვანელი ცირა ზაბილონი).