საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელები გორში

 

22 ოქტომბერს  ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელთა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან, ისტორიისა და ხელოვნების მასწავლებლებთან.  ეს შეხვედრა პირველი იყო, რომელიც მუზეუმმა რეგიონებში დაგეგმა. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენელი მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამების წარდგენა სასკოლო საზოგადოებისათვის. მუზეუმების პროგრამები მომზადებულია სასწავლო თემატიკის გათვალისწინებით და სთავაზობს მოსწავლეებს ინტერაქტიურ და შემეცნებით პროგრამებს ისტორიაზე, არქეოლოგიაზე, რესტავრაციაზე, ნუმიზმატიკაზე, იარაღზე, ხელნაწერის ისტორიაზე, მსოფლიო და ქართულ ხელოვნებაზე, თანამედროვე ხელოვნების ჟანრებზე და ასე შემდეგ. შეხვედრის ბოლოს სკოლების წარმომადგენლებს გადაეცათ 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი.

 

1 DSCN4333 DSCN4334 DSCN4338

ძიება