მე მიყვარს ქიმია

 

4 ნოემბერს თბილისში, ვაკის პარკში გამართულ  „სამეცნიერო პიკნიკზე“, მიწვეული იყო ჩვენი გიმნაზიის საბუნებისმეტყველო კათედრა, რომელსაც გიმნაზიის ქიმიის მასწავლებელი ქალბატონი ნელი ნაოჭაშვილი ხელმძღვანელობს. „სამეცნიერო პიკნიკი-2014“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს,  ასევე საზღვარგარეთიდან მოწვეული უმაღლესი სასწავლებლები და რამდენიმე  საშუალო სკოლა. თითოეული მონაწილისათვის გამოყოფილი იყო ცალკეული კარავი, სადაც გამოფენილი იყო მონაწილეთა მიღწევები და  წარმოდგენილი იყო საინტერესო ცდები. გიმნაზიაში არსებული ქიმიის კლუბის წევრებმა „სამეცნიერო პიკნიკის“ მონაწილეთა წინაშე წარადგინეს საინტერესო ცდები დევიზით: „მე მიყვარს ქიმია“.  პიკნიკში  მონაწილეობდნენ გიმნაზიის მე-9, მე-11 და მე 12 კლასების მოსწავლეები.  აღნიშნულ პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის  გიმნაზიის მოსწავლეებმა ორგანიზატორების შექება დაიმსახურეს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ძიება