შემოდგომა და რთველი

 

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის პირველი კლასიში 6 ნოემბერს ჩატარებული ბუნებისმეტყველების გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ რთველის შესახებ საუბარი ცოცხალი გამოცდილებით და სურათების აღწერით (მასწავლებელი ვერა მღებრიშვილი). მოსწავლეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას: ისწავლეს რისგან და როგორმ ზადდება ჩურჩხელა. შედეგზე ორიენტირება და მოსწავლის აღჭურვა ქმედითი ცოდნით - ეროვნული სასწავლო გეგმის ამ ფუნდამენტური პრინციპის გათვალისწინებით მოიხარშა თათარა და მოეწყო ჩურჩხელების ამოვლება, რომლეშიც მოსწავლეები თავად მონაწილეობდნენ (კლასის ხელმძღავანელი თამარ ჭუმბურიძე).

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის პირველი კლასიის მოსწავლეები მოთმინებით ელოდნენ თათარის მომზადებას, ხალისით კითხულობდნენ ლექსებს, მღეროდნენ ხალხურ სიმღერებს (მუსიკია მასწავლებელი ქეთევან კორაშვილი). ბოლოს კი  საკუთარი ხელით დებდნენ ძაფზე ასხმულ ნიგოზს ქვაბში და  ცხელ-ცხელი თათარიდან  ამოღებულ მზა ჩურჩხელებს მასწავლებლის დახმარებით კიდებდნენ გასაშრობად.

 

DSCN4916 DSCN4923 DSCN4925 DSCN4932 DSCN4939

ძიება