მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2014 წლის 10-12 დეკემბერს მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია გამართა სახელწოდებით: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“. კონფერენციის მიზანი მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა.  კონფერენციაზე, მოხსენებით კვლევაზე დაფუძნებული სწავლება-მათემატიკოსის თვალით დანახული ჩვენი ტაძრები“ გიმნაზიის მასწავლებლები - მანანა სირბილაძე და მარინე მოსიაშვილი წარდგნენ. მომხსენებლებმა მათემატიკის სექციის სესიაზე კოლეგებს გააცნეს გიმნაზიის მათემატიკის კათედრის წევრთა მიერ VII-XI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელებული პროექტი, ისაუბრეს ჩატარებულ სამუშაოებზე, შედეგებზე, გაგრძელების პერსპექტივებზე. კონფერენციაზე ასევე მოხსენებებით წარდგნენ გიმნაზიის ბიოლოგიის მასწავლებელი მაია ქურდაძე და მათემატიკის მასწავლებელი ელენე მეფარიშვილი.

გიმნაზიის მასწავლებელთა საკონფერენციო თემამ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება-მათემატიკოსის თვალით დანახული ჩვენი ტაძრები“ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 29 დეკემბერს, თბილისის მასწავლებელთა სახლში გამართულ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე გამარჯვებულ მასწავლებლებს მანანა სირბილაძესა და მარინე მოსიაშვილს მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ვულოცავთ მასწავლებლებს შრომის დაფასებას!

1 2 3 4 5

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2014 წლის 10-12 დეკემბერს მასწავლებელთა მეორე ეროვნულ კონფერენცია გამართა სახელწოდებით: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“. კონფერენციის მიზან მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.  კონფერენციაზე, მოხსენებით კვლევაზე დაფუძნებული სწავლება-მათემატიკოსის თვალით დანახული ჩვენი ტაძრები“ გიმნაზიის მასწავლებლები - მანანა სირბილაძე და მარინე მოსიაშვილი წარდგნენ. მომხსენებლებმა მათემატიკის სექციის სესიაზე კოლეგებს გააცნეს გიმნაზიის მათემატიკის კათედრის წევრთა მიერ VII-XI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელებული პროექტი, ისაუბრეს ჩატარებულ სამუშაოებზე, შედეგებზე, გაგრძელების პერსპექტივებზე. კონფერენციაზე ასევე მოხსენებებით წარდგნენ გიმნაზიის ბიოლოგიის მასწავლებელი მაია ქურდაძე და მათემატიკის მასწავლებელი ელენე მეფარიშვილი.

ძიება