9 დეკემბერს წმ. დიდმოწამე ქეთვან დედოფლის სახელობის II კლასში ჩატარდა სამი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი. ბუნებისმეტყველების, ინგლისური ენისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლების, ია ჯალალის, ქეთევან ჩუტკერაშვილისა და მედეია აწკარუნაშვილის მიერ ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო ცხოველები და მათი ნაშიერები. ჯგუფებში გაერთიანებულმა მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს მასწავლებლების მიერ შეთავაზებული აქტივობები: დაახასიათეს ცხოველები და მათი ნაშიერები საცხოვრებლისა და მათთვის დამახასიათებელი თავისებურებების მიხედვით, შეისწავლეს ცხოველების ხატვის ტექნიკა, შექმნეს ტყისა და ფერმის იმიტაცია და ცხოველები ცხოველები მათთვის განკუთვნილ საცხოვრებელში ჩაასახლეს. მეორეკლასელებმა ცხოველთა სამყაროს და შესაბამისი ინგლისურენოვანი ტერმინების კარგი ცოდნა გამოავლინეს.