საშობაო ნაძვის ხეების კონკურსი გიმნაზიაში

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკო კლუბის შეთავაზებას -  მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“, გიმნაზიის ყველა კლასი გამოეხმაურა. კონკურსის მიზანია შევაჩეროთ ტყეების განადგურება, ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრა და წახალისდეს საკუთარი ხელით შექმნილი  სადღესასწაულო ნაძვის ხის შექმნა. 12 დეკემბერს საუკეთესო ნაძვის  ხის გამოსავლენად გიმნაზიაში ჩატარებულ კონკურსს ორგანიზება საბუნებისმეტყველო და სპორტისა და ესთეტიკის კათედრების ხელმძღვანელებმა, ნელი ნაოჭაშვილმა და მარინე კახიაშვილმა გაუწიეს. დამთვალიერებლების მიერ მოწონებული ნაძვის ხეები საკონკურსოდ თსუ-ის ეკოკლუბის  კონკურსზე წარადგინეს.

 

1 2 3 4 5 6 7 8

ძიება