23 დეკემბერს გიმნაზიის სააქტო დარბაზში წმ. მოწამეთა და აღმსარებელთა ძმები კარბელაშვილების სახელობის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მაცხოვრის შობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი-ღონისძიება სახელწოდებით „პირველი შობა დედამიწაზე“ (კლასის ხელმძღვანელი მაია ბუხრაძე). ბავშვები მოგვიყვნენ როგორ დაიბადა მაცხოვარი გამოქვაბულში. წარმოადგინეს ანგელოზის გამოცხადებისა და მოგვების თაყვანისცემის სცენები, დღესასწაულს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები. დასასრულს ბავშვები თოვლის პაპის მისვლამ გაახარა - მისგან უამრავი დალოცვა და საჩუქარი მიიღეს.