23 დეკემბერს გიმნაზიის სააქტო დარბაზში წმინდა მოწამეთა და აღმსარებელთა ძმები კარბელაშვილების სახელობის მე-3 მოსწავლეებმა წარმოადგინეს მაცხოვრის შობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი-ღონისძიება სახელწოდებით „პირველი შობა დედამიწაზე“. ბავშვები მაყურებლებს მოუყვნენ თუ როგორ დაიბადა მაცხოვარი გამოქვაბულში. წარმოადგინეს ანგელოზის გამოცხადებისა და მოგვების თაყვანისცემის სცენები. ამ უდიდეს დღესასწაულს მიუძღვნეს ლექსები, გამოსვლები, სიმღერები. დასასრულს ბავშვები თოვლის პაპის სტუმრობამ გაახარა. მისგან მრავალი დალოცვა და საჩუქარი მიიღეს.