დაზარალებულის პირველადი სამედიცინო დახმარება - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა საგნებში სამოქალაქო და თავდაცვა და უსაფრთხოება (მე-12 კლასი) და საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება (მე-11 კლასი) (მასწავლებელი თინათინ გვერდწითელი). სასწავლო გეგმების გათვალისწინებით, დეკემბერში ჩატარდა პრაქტიკული გაკვეთილები წითელი ჯვრის ფედერაციის მწვრთნელის თამარ წულუკიძის მონაწილეობით. მოსწავლეებმა ზრდასრული ადამიანისა და ჩვილი ბავშვი მულიაჟების გამოყენებით ივარჯიშეს ხელოვნური სუნთქვისა და გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარებაში.