25 დეკემბერს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის 1-ლი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საახალწლო სპექტაკლი „ტყის ზღაპარი“ (კლასის ხელმძღვანელი თამარ ჭუმბურიძე). პირველკლასელებმა იმოგზაურეს ჯადოსნურ სამყაროში და გააცოცხლეს ყველასთვის საყვარელი ზღაპრებისა და მოთხრობების გმირები: წითელქუდა, ფიფქია, სამი გოჭი, კატა ფეფო კნუტებით, გულადი ციკნები. პატარებმა მაყურებელს წარუდგინეს მათი საოცარი და სახიფათო თავგადასავლები, რომლებიც ყოველთვის კეთილად სრულდება და ხალისით მიულოცეს დამდეგი შობა და ახალი წელი.