11 თებერვალს გიმნაზიაში მოეწყო ქრისტიანული კულტურის საფუძვლებში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადის პირველი ტური - „ეროვნული რეიტინგი“. ოლიმპიადა ტარდება წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ინიციატივით. ოლიმპიადის შესარჩევ ტურში, რომელიც ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა, 60 მოსწავლე მონაწილეობდა. გიმნაზიელების მიერ შესრულებული ტესტური დავალებების შემოწმების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც სხვადასხვა ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს, დასწრებულ ტურზე მონაწილეობისათვის კი მოსკოვში გიმნაზიის 5 მოსწავლე გაემგზავრება.
ვულოცავთ წარმატებას ოლიმპიადის მონაწილეებს!