ვსწავლობთ ერთნიშნა რიცხვების გამრავლებას

 

18  თებერვალს  წმ.  მოწამეთა  და  აღმსარებელთა  ძმები  კარბელაშვილების  სახელობის  მე-3 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ,,ერთნიშნა რიცხვების გამრავლება“ (მასწავლებელი მაია ბუხრაძე). გაკვეთილის  მიზანი  იყო  ერთი  და  იმავე  რაოდენობის  საგნების  შემცველი  ჯგუფების  განხილვა, ერთი და იმავე რიცხვის მრავალჯერადი  მიმატებით  გამრავლების  მოქმედებების  დაუფლება,  მარტივი საილუსტრაციო ამოცანების განხილვა. მოსწავლეებმა შეასრულეს  ინდივიდუალური  და  ჯგუფური  სამუშაოები.  დავალებები  იყო  სააზროვნო  და  ამავე  დროს  სახალისო.  მოსწავლეები  შეფასდნენ  გაკვეთილზე  ჩართულობით,  ქცევის  წესების  დაცვით და შესრულებელი დავალებების შედეგების მიხედვით. გაკვეთილი  მიმდინარეობდა  მოსწავლეთა  აქტიურობით  და  ინტერესით  ასახსნელი  მასალის  მიმართ.  ოთხივე  ჯგუფმა  დაიმსახურა  მაღალი  შეფასებ.

 

DSCN7792 DSCN7794 DSCN7802 DSCN7814

ძიება