5 მარტს წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მე-2 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან ჩუტკერაშვილი) წარმოადგინა სპექტაკლი „დაჩის ზღაპარი“ ოტია იოსელიანის ნაწარმოების მიხედვით. მოსწავლეებმა განასახიერეს სხვადასხვა ცხოველები და მათი შვილები, მაყურებელს განაცდევინეს დედა-შვილობის უდიდესი ძალა და ამ პატარა სპექტაკლით გამოხატეს დიდი სიყვარული დედებისადმი.