ქართველ ქალთა ღირსება

 

2 მარტს წმ. ეპისკოპოს ალექსადრეს სახელობის მე-6 კლასში ჩატარდა ღონისძიება (კლასის ხელმძღვანელი მარინე კაპანაძე), რომელიც მიეძღვნა ქართველ დედებს, ქართველ ქალთა ღირსებას და თავდადებას. მოსწავლეებმა ისაუბრეს „იავნანის“ წამოშობის ისტორიაზე, მის კეთილშობილურ ძალასა და მნიშვნელობაზე. შეასრულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის იავნანები. ისაუბრეს თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, დინარა დედოფლის, და  არჩილ მეფის ასულ შუშანის ქალურ ღირსებებზე, ერისა და ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავდადებაზე; წაიკითხეს  ლექსები. ღონისძიებაში მოსწავლეთა მშობლებიც ჩაერთვნენ -  ბავშვებს და მშობლებს დაურიგდათ ერთი და იგივე კითხვები თემაზე: ამოიცანი შენი თავი. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ათი მცნების მეხუთე მცნება - მშობლების პატივისცემასა და სიყვარულზე. და ბოლოს, დედებმა გიმნაზიის ტაძარში დაანთეს სანთლები და დალოცეს შვილები.

 

20150302_141108 DSCN6730 DSCN6750 DSCN6753 DSCN6768

ძიება