ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის მონაწილე

 

6 მარტს ქ. გორის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში შედგა ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეებისა და წარმატებული კურსდამთავრებულებისათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია. სასწავლო პროგრამას საზოგადოება „ბილიკი“ ორი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და PH International-ის (პროექტი ჰარმონია) მხარდაჭერით ახორციელებდა. პროგრამის რომლის მიზანი იყო ინგლსიური ენის გაძლიერებული სწავლება გორის  სკოლების სამიზნე კატეგორიის 14-18 წლის მოსწავლეთათვის. გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ახობაძე პროექტის აქტიური მონაწილე იყო და წარჩინებით დაასრულა სწავლების კურსი. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდა აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც მოსწავლეებს სერთიფიკატები, წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ვულოცავთ მარიამს მიღწეულ წარმატებას.

 

P1270754 P1270763 P1270777 P1270782

ძიება