მოსწავლე-ახალგაზრდობის საერთაშორისო ოლიმპიადა ქრისტიანული კულტურის საფუძვლებში

 

წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (ქ. მოსკოვი) ორგანიზებით, სრულიად რუსეთის მოსწავლეთა ოლიმპიადის პროექტის ფარგლებში, წელს პირველად ჩატარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის საერთაშორისო ოლიმპიადა „ქრისტიანული კულტურის საფუძვლებში“ .

ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება მიეცა დაუსწრებელ შესარჩევ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებს - ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მე-6-მე-12 კლასის 5 მოსწავლეს.

ოლიმპიადის ფინალური ტურში, რომელიც მოსკოვში ჩატარდა, გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს: ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მე-12 კლასის მოსწავლე ელენე კაპანაძეს გადაეცა სიგელი ნომინაციაში „აბსოლუტური გამარჯვებული“. ასევე დაჯილდოვდნენ II ხარისხის დიპლომით ლექსო მარიამიძე (მე-11 კლასი), III ხარისხის დიპლომით - ვასილ არჩვაძე (მე-12 კლასი). დაჯილდოება მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის დარბაზში გაიმართა. გამარჯვებულები რუსეთის პატრიარქმა კირილმა და მიტროპოლიტმა მერკურიმ დააჯილდოვეს.

საერთაშორისო ოლიმპიადაში ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ მოსწავლეები იტალიიდან, ყაზახეთიდან და ბელორუსიიდან.

 

ვიდეო მასალები

 

 

1 2 3 4 5 7 8

ძიება