სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - 2015

 

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს 11 ქალაქში  სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - 2015  გაიმართა. ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრები შემდეგ სპორტულ სახეობებში: კალათბურთი 3X3, მინი ფეხბურთი, მძლეოსნობა-ესტაფეტა, მაგიდის ჩოგბურთი, მხიარული სტარტები, რომლებშიც გიმნაზიის 2006-2000 წლებში დაბადებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პატარა სპორტსმენებმა დიდი შემართებით იასპარეზეს.  ფინალურ ასპარეზობაში კალათბურთელებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს - ვახტნგ სოსანიძე, არჩილ და დავით ვანიშვილები, გურამ ბალაშვილი, თამაზ ლაღიძე. მაგიდის ჩოგბურთში ოლიმპიადის ჩემპიონობა და I ადგილი დაიმსახურა ანა მარიამიძემ. ოლიმპიადის მონაწილე 29 გიმნაზიელს სიგელები გადაეცათ. 24 მარტს კი ქ. გორში საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. ჩემპიონები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა მაია აზარაშვილმა, ქ.გორის  მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა, გორის რაიონის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზურაბ ქარელმა დააჯილდოევეს.

წარმომადგენლობითი იყო მხიარული სტარტების გიმნაზიის გუნდი:  ნინო კარელიძე, მარიამ ბურჯანაძე, გიორგი ბერძნიშვილი, გიორგი მაისურაძე, დავით კახნიაშვილი, ქეთევან ბესტავაშვილი, თეიმურაზ თურაზაშვილი, ხატია ხუციძე, ქეთვან კოპაძე, თამარ ღაღანიძე, ილია გიუნაშვილი, ალექსანდრე კავლელაშვილი და მასწავლებლები მარინე კახიაშვილი (სპორტი) და თენგიზ დვალიშვილი (ცეკვა). გიმნაზიის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება და მხიარული სტარტების თასის მფლობელი გახდა. ფინალური თამაშები ანაკლიის „მომავლის ბანაკში" გაიმართება, სადაც. გამარჯვებული გიმნაზიელები გაემგზავრებიან.

ვულოცავთ გიმნაზიელებს გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებას!


DSC00130 DSCN8808 DSCN8691 DSCN8826 DSCN8860DSCN8877 DSCN8886 DSCN8888 DSCN8832DSCN8842 10668901_754112451373620_3137783538462533509_o DSCN8910 DSCN8901DSCN8925 DSCN8958 DSCN8795 DSCN8968

ძიება